200 "ნაციონალის" შეკრება არ არის პრობლემა არც პოლიტიკური, არც პანდემიის კუთხით. გარკვეულ სოციალურ დისტანციას ალბათ, დაიცავენ, თავებიც შეგვიძლია, დავთვალოთ , - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან 20 ივნისს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.
"კანონი არ კრძალავს პოლიტიკური შინაარსის შეკრებებს, თუმცა, მთავარი აქ არის, რომ 200 "ნაციონალის" შეკრება არ არის პრობლემა არც პოლიტიკური, არც პანდემიის კუთხით. შესაბამისად, შეიკრიბონ რამდენიც უნდათ. იქ იდგება 200 "ნაციონალი", ყველა სათითაოდ შეგვიძლია დავთვალოთ. ეს უფრო მარტივი იქნება იმის გათვალისწინებით, რომ ისინი გარკვეულ სოციალურ დისტანციას ალბათ, დაიცავენ, თავებიც შეგვიძლია, დავთვალოთ 200 "ნაციონალის", რომელიც შეიკრიბება 20 ივნისს", - განაცხადა კობახიძემ.