logo_geo
eng_logo
ნათია თურნავა: მოგვიწევს კოვიდთან ერთად ცხოვრება, ადამიანებს და ბიზნესებს გაუჭირდებათ, მზად უნდა ვიყოთ
- +

9 ივნისი. 2020. 23:38

 

 

მოგვიწევს კოვიდთან ერთად ცხოვრება, რაც დამატებით ძალისხმევას საჭიროებს. ადამიანებს გაუჭირდებათ, ბიზნესებს გაუჭირდება და ჩვენ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. ამისთვის საკუთარი რესურსით ვერცერთი ქვეყანა ვერ გავა ფონს , - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ ეთერში გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

 

 

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, მსოფლიოს ასეთი ძლიერი გამოწვევა არ ჰქონია. თუკი ჩვენ ოდესმე დაგვიდგებოდა საგარეო ვალის მყისიერად გაზრდის აუცილებლობა, სწორედ ახლა არის ეს აუცილებლობა იმიტომ, რომ ვხედავთ, რომ ამ კრიზისში მთელი მსოფლიოა ჩათრეული და არ ვიცით, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს. ჩვენ არ ვიცით, რამდენად სწრაფად გაჩნდება ვაქცინა და როგორ შეძლებს კაცობრიობა ამ გამოწვევის გადალახვას. ჩვენ მოგვიწევს კოვიდთან ერთად ცხოვრება, რაც დამატებით ძალისხმევას საჭიროებს. ადამიანებს გაუჭირდებათ, ბიზნესებს გაუჭირდება და ჩვენ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. ამისთვის საკუთარი რესურსით ვერცერთი ქვეყანა ვერ გავა ფონს. მით უფრო ისეთი პატარა ქვეყანა, როგორიც არის საქართველო, ასეთი გლობალური გამოწვევის წინაშე თავისი პარტნიორების იმედადაა. ამიტომაც დღესდღეობით მორალური უფლება გვაქვს, რომ შეძლებისდაგვარად გავზარდოთ სესხი. მნიშვნელოვანია ის, რომ ამ 4 მილიარდ 800 მილიონიდან დაახლოებით 2 მილიარდი ლარი დეპოზიტზე გვაქვს გადადებული. ეს იმისთვის, რომ მომავალი რისკები დავაზღვიოთ,“ - განაცხადა თურნავამ

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner