logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: კიდევ ცოტა რამ პოზიტიური - ქუთაისს, ისტორიაში პირველად, ექნება 24-საათიანი წყალმომარაგება...
- +

10 ივნისი. 2020. 01:21

 

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი ქუთაისში დაგეგმილი მასშტაბური პროექტის შესახებ დეტალურად წერს.

 

კიდევ ცოტა რამ პოზიტიური:

ქუთაისს, ისტორიაში პირველად, ექნება 24-საათიანი წყალმომარაგება.

რიკოთზე, ხევი-უბისას მონაკვეთზე, პირველი, 180-მეტრიანი გვირაბი გაიჭრა.

ივლისში მზად იქნება ქუთაისის შემოვლითი გზის ოთხზოლიანი მაგისტრალის 19-კილომეტრიანი მონაკვეთი.

დასასრულს უახლოვდება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალის მშენებლობაც. იგი მოქმედზე ოთხჯერ დიდი იქნება და 1200 მგზავრის შეუფერხებლად გატარებას შეძლებს.

მალე დასრულდება 13-კილომეტრიანი შემოვლითი გზა, რომელიც სრულად განტვირთავს მოძრაობას აჭარის საკურორტო ზონაში“, - აღნიშნავს გიორგი ვოლსკი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner