საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი ქუთაისში დაგეგმილი მასშტაბური პროექტის შესახებ დეტალურად წერს.
„კიდევ ცოტა რამ პოზიტიური:
ქუთაისს, ისტორიაში პირველად, ექნება 24-საათიანი წყალმომარაგება.
რიკოთზე, ხევი-უბისას მონაკვეთზე, პირველი, 180-მეტრიანი გვირაბი გაიჭრა.
ივლისში მზად იქნება ქუთაისის შემოვლითი გზის ოთხზოლიანი მაგისტრალის 19-კილომეტრიანი მონაკვეთი.
დასასრულს უახლოვდება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალის მშენებლობაც. იგი მოქმედზე ოთხჯერ დიდი იქნება და 1200 მგზავრის შეუფერხებლად გატარებას შეძლებს.
მალე დასრულდება 13-კილომეტრიანი შემოვლითი გზა, რომელიც სრულად განტვირთავს მოძრაობას აჭარის საკურორტო ზონაში“, - აღნიშნავს გიორგი ვოლსკი.