logo_geo
eng_logo
თეა წულუკიანი: გარდაცვლილ ჩვილზე მომზადებული სიუჟეტით ქვეყნის გარეთ თუ შიგნით შემუშავებული ყველა ნორმა დაირღვა
- +

10 ივნისი. 2020. 02:11

 

 

ჩვენ, ვინც პოლიტიკურ სცენაზე ვართ, უკვე მივეჩვიეთ იმას, რომ მათ შორის „ტვ პირველის“ ჟურნალისტი, „მთავარი არხის“ ჟურნალისტი ან ადრე - „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტი, გამოგეკიდება, ცდილობს გათქმევინოს ის, რაც არ გითქვამს, გვაფიქრებინოს ლამის ძალით ის, რაც არც გაგვიფიქრია ოდესმე, შექმნას ე.წ. ნიუსი, შემდეგ კი ამაზე გვაკეთებინოს კომენტარები. ამას მიჩვეულები ვართ და ალბათ დამნაშავეებიც ვართ იმაში, რომ ამას ვეგუებით. არადა, ამასთან შეგუება არ შეიძლება, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა დედის მიერ ჩვილის მკვლელობის ფაქტზე „ტვ პირველის“ ეთერში გასულ სიუჟეტს.

 

თუ ჩვენ დავსვამთ კითხვას, არის თუ არა ეს სიუჟეტი კანონის მიღმა - პასუხი არის დადებითი. კანონში იგულისხმება ყველაფერი - არა მხოლოდ ის ნორმები, რომელიც მაუწყებლობის სფეროში არსებობს, არამედ ზოგადად ბავშვის უფლებები. ბავშვის უფლებებში იგულისხმება არა მხოლოდ გაეროს კონვენცია, რომლის ხელშემკვრელი მხარეც არის საქართველო, არამედ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, რომელიც უფრთხილესად ეკიდება ასეთ საკითხებს. ქვეყნის გარეთ თუ შიგნით შემუშავებული ყველა ნორმა ამ სიუჟეტში დაირღვა. ასევე გაიჟღერა სიტყვებმა „მორალი“ და “ზნეობა“, რა თქმა უნდა, ამ მიმართულებითაც ამ სიუჟეტს სერიოზული პრობლემა აქვს. ის აჩენს დაუცველობის განცდას - ნებისმიერი ადამიანი, და მითუმეტეს ბავშვი, შეიძლება გახდეს ამგვარი სიცრუის მანქანის მსხვერპლი. ჩვენ, ვინც პოლიტიკურ სცენაზე ვართ, უკვე მივეჩვიეთ იმას, რომ მათ შორის „ტვ პირველის“ ჟურნალისტი, „მთავარი არხის“ ჟურნალისტი ან ადრე - „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტი, გამოგეკიდება, ცდილობს გათქმევინოს ის, რაც არ გითქვამს, გვაფიქრებინოს ლამის ძალით ის, რაც არც გაგვიფიქრია ოდესმე, შექმნას ე.წ. ნიუსი, შემდეგ კი ამაზე გვაკეთებინოს კომენტარები. ამას მიჩვეულები ვართ და ალბათ დამნაშავეებიც ვართ იმაში, რომ ამას ვეგუებით. არადა, ამასთან შეგუება არ შეიძლება და სწორედ ამიტომ მინდა მივესალმო ამ კონტრსიუჟეტს, რომელშიც ცხადია ყველასათვის - რა უნდა გაკეთებულიყო და რა გაკეთდა. დასუფთავების სამსახურის თანამშრომლის, პირველწყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაცია ალბათ არ იყო თავიდანვე რთული, მაგრამ ეს არ გაკეთდა. საკმაოდ მარტივია, რომ თუკი ფრთხილად მიუდგები თემას, საზოგადოებას მიაწოდო მძიმე ამბავი, მაგრამ ნორმებისა და კანონის დაცვით და ფრთხილად მოეკიდო ბავშვთა უფლებებს, რომელსაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი მივუძღვენით“, - განაცხადა წულუკიანმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner