„ფეიკ ნიუსის ავტორებს სურთ შექმნან „ვითომ სენსაცია“, შემდეგ ამ ე.წ. სენსაციაზე სხვას აკეთებინონ კომენტარები და მოაწყონ მიზანმიმართული დისკრედიტაცია. ალბათ, ეს მცდელობები ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი იქნება და უნდა შევეცადოთ, ისინი სათითაოდ გავაბათილოთ,“ - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.
„ჩვენ, ვინც პოლიტიკაში ვართ ჩართულები, შევეცდებით, ყოველ ჯერზე წინ აღვუდგეთ ფეიკ ნიუსებს, მაგალითად, როცა ნაკლებად ტრაგიკულ თემებს და ვითომ სიახლეებს გაავრცელებენ - მიდის თუ არა ესა თუ ის პირი ამ თანამდებობაზე. ჩემს შემთხვევაში არაერთხელ ვთქვი, რომ არ ვაპირებ გავხდე პარლამენტის თავმჯდომარე ან საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე, ბატონი გახარია ამბობს, რომ არსად მიდის და მუშაობას აგრძელებს - რა თქმა უნდა, არ არის ტრაგიკული თემები, თუმცა ესეც დესტაბილიზაციას ემსახურება. მათ სურთ შექმნან „ვითომ სენსაცია“, შემდეგ ამ ე.წ. სენსაციაზე სხვას აკეთებინონ კომენტარები და მოაწყონ მიზანმიმართული დისკრედიტაცია. ალბათ, ეს მცდელობები ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი იქნება და უნდა შევეცადოთ, ისინი სათითაოდ გავაბათილოთ“, - განაცხადა წულუკიანმა.