logo_geo
eng_logo
პოლიციამ ქურდობის ბრალდებით გორში ერთი პირი დააკავა
- +

10 ივნისი. 2020. 10:12

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, 1992 წელს დაბადებული რ.მ. ქურდობის ბრალდებით, გორში დააკავეს.

 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული გორში მოქალაქის საცხოვრებელ ბინაში ფარულად შევიდა, სადაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ძვირფასეულობას, ტელევიზორს და საყოფაცხოვრებო ნივთებს. პოლიციამ რ.მ. იმ დროს დააკავა, როდესაც იგი ნაქურდალ ნივთებს ავტომანქანაში ათავსებდა.

 

სამართალდამცველებმა მოპარული ნივთები ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ბინაში უკანონოდ შეღწევით ჩადენილ ქურდობას გულისხმობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner