logo_geo
eng_logo
საპატრულო პოლიციამ ოჯახში ძალადობისა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
- +

10 ივნისი. 2020. 10:27

 

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოჯახში ძალადობისა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანის ბრალდებით, 1987 წელს დაბადებული დ.ა. თბილისში დააკავეს.

 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მშობლებსა და დას, მათსავე საცხოვრებელ სახლში, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ დ.ა. ამავე მისამართზე, უკანონოდ ახორციელებდა ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის დათესვას და მოყვანას.

 

გამოძიება ოჯახში ძალადობისა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვისა და მოყვანის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 1261-ე და 265-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 2-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner