logo_geo
eng_logo
ჩხოროწყუში მდებარე საწარმო პანდემიის პერიოდში 100 ტონაზე მეტი დაფნის გადამუშავებას გეგმავს
- +

10 ივნისი. 2020. 14:13

 

 

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში დაფნის საწარმო „ჯუმითი 2014“-ს სტუმრობდა. საწარმო პანდემიის მიუხედავად შეუფერხებლად, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად მუშაობს.

 

დაფნის საწარმო სახელმწიფო პროგრამით დაფინანსდა და წელს  100 ტონაზე მეტი ნედლი დაფნის ფოთლის გადამუშავებას აპირებს. საწარმო 100%-ით ექსპორტზეა ორიენტირებული, ის უკრაინის და ჩინეთის ბაზარზე გადის.

 

თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საწარმოს ასაშენებლად 1 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც მეწარმე ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში გრანტის სახით სახელმწიფოსგან 376 000 ლარით დაფინანსდა. „ჯუმითი 2014“- ს სამეგრელოში, გურიასა და იმერეთში 600-მდე ბენეფიციარი ჰყავს, კომპანია მათი მცირე საოჯახო მეურნეობიდან დაფნის ნედლ და ხმელ ფოთოლს იბარებს. საწარმო ჩხოროწყუში 2019 წელს ამოქმედდა და იქ 40-მდე ადგილობრივია დასაქმებული.

 

დაფნის საწარმოში პანდემიის პერიოდში არსებულ სამუშაო პროცესს და კომპანიის გეგმებს სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად მისი მოადგილეები, პარლამენტის წევრი ჯუმბერ იზორია, ჩხოროწყუს მერი და საკრებულოს თავმჯდომარე გაეცნენ. 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner