ავტორი ალა გრიგალაშვილი
„რეფერენდუმის ჩატარება რომ გახდა საჭირო, ეს უკვე საგანგაშო ამბავია", - ამის შესახებ განაცხადა მომღერალმა სოსო პავლიაშვილმა რეფერენდუმთან დაკავშირებით საუბრისას, რომელიც კონსტიტუციაში ქორწინების შესახებ ჩანაწერის გაკეთებას გულისხმობს.
„როგორ შეიძლება საერთოდ ამაზე საუბარი?! ჩვენ თუ მართლმადიდებლები ვართ, საერთოდ ამაზე როგორ ვსაუბრობთ?! არავის არაფერს ვასწავლი და არც მისიონერი ვარ, მაგრამ რაც ხდება ევროპაში და დანარჩენ მსოფლიოში, მე ძალიან მაღელვებს. ღმერთი, რჯული, არავის სექსუალურ ორიენტაციას არ ვეხები. მე ხაზს ვუსვამ ჩვენს რელიგიას, ადათ-წესებს, ტრადიციებს - მორჩა, ეს არის ჩემი პასუხი!" - აცხადებს მომღერალი.