logo_geo
eng_logo
ირაკლი ბერაიას პია დიაქსტრასთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა
- +

10 ივნისი. 2020. 20:38

 

 

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, პია დიაქსტრას ტელეფონით ესაუბრა. მხარეებმა საკუთარ ქვეყნებში COVID 19 - ის კუთხით არსებული ვითარება და საპასუხოდ გატარებული ზომები მიმოიხილეს.

 

 

ირაკლი ბერაიამ კოლეგას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარების, ჩვენი მოქალაქეების უფლებების უხეში დარღვევის, საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული ჰიბრიდული კამპანიისა და რუსეთის სხვა უკანონო ქმედებების შესახებ ინფორმაცია გაუზიარა.

 

 

მხარეებმა საქართველოს მიერ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში მიღწეულ პროგრესზე, საქართველოსა და ნიდერლანდებს შორის სხვადასხვა სფეროებში, მათ შორის, პარლამენტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს.​

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner