საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გედევან ფოფხაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველო ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესის მიმართ ოპტიმისტურად უნდა იყოს განწყობილი.
„ქართულმა სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ვიზა-ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილება იყოს მიღებული. რაც შეეხება დამატებით კითხვებს, ჩვენ სახელმწიფოებრივ დონეზე მზად ვართ, ყველა საკითხთან დაკავშირებით პასუხი გავცეთ. ზუსტ თარიღს ალბათ ვერავინ დაასახელებს. რაც უფრო ჩქარა იქნება გადაწყვეტილება მიღებული, ჩვენ ეს ბუნებრივია, გაგვიხარდება. დარწმუნებული ვარ, რომ გადაწყვეტილება მიმდინარე წლის განმავლობაში მიღებული იქნება", - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.