ანალიტიკოსი ირაკლი ლატარია აღნიშნავს, რომ ადამიანს, რომელიც შრომისმოყვარეა და სურვილი აქვს განვითარების, საქართველოში ყოველთვის შეძლებს ფინანსურად უზრუნველყოფილი იყოს და ამასთანავე, სახელმწიფოს სასიკეთო საქმე აკეთოს.
„ბოლო ორი დღის განმავლობაში ქალაქში ჯანიანი ბიჭების იმდენი წუწუნი მესმის, რომ ტურისტი არ არის, რა გვეშველება, რით დაგვეხმარება მთავრობა და ა.შ. რეალურად ყველას უნდა ახსოვდეს, რომ ახალგაზრდა ადამიანი, ჯანითა და ენერგიით სავსე კაცი ყოველთვის შეძლებს ამ ქვეყანაში საქმე აკეთოს, თუ აქვს შესაბამისი სურვილი, სამართლიანობა და ღირსება, როგორც ამას გიორგი (ადგილობრივი ფერმერი) აკეთებს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ სოფელ ნიქოზის სანერგე მეურნეობაში განაცხადა, სადაც მთავრობის მეთაური შიდა ქართლის რეგიონის ფერმერებს ხვდება.
„ეს არის ყველაზე კარგი მაგალითი, როგორ შეგიძლია ქვეყანას ემსახურო, განსაკუთრებით აქ. ეს არ არის მაღალფარდოვანი სიტყვები. ბოლო ორი დღის განმავლობაში ქალაქში ჯანიანი ბიჭების იმდენი წუწუნი მესმის, რომ ტურისტი არ არის, რა გვეშველება, რით დაგვეხმარება მთავრობა და ა.შ. რეალურად ყველას უნდა ახსოვდეს, რომ ახალგაზრდა ადამიანი, ჯანითა და ენერგიით სავსე კაცი ყოველთვის შეძლებს ამ ქვეყანაში საქმე აკეთოს, თუ აქვს შესაბამისი სურვილი, სამართლიანობა და ღირსება, როგორც ამას გიორგი აკეთებს. რამდენიმე თვის წინ ვიყავით ვაშლის ბაღებში, სადაც შესანიშნავი, მსოფლიოს საუკეთესო დონეზე არის გაკეთებული ყველაფერი. საქმის კეთება ვისაც უნდა, ყოველთვის შეძლებს ამას, მიუხედავად რთული პირობებისა, ყოველგვარი წუწუნისა და ვიღაცებზე გადაბრალების გარეშე“, - განაცხადა გახარიამ.“