logo_geo
eng_logo
მაია ბარამიძე: გადავწყვიტეთ, რომ ჩვენ, მოქალაქეებმა ვიყიდოთ ლელასთვის ბინა! თუ ბევრნი ვიქნებით, თანხა მცირედითაც აგროვდება
- +

10 ივნისი. 2020. 23:48

 

 

 

მაია ბარამიძე სოციალურ ქსელში 9 აპრილის გმირის, ლელა ვეფხვაძის დასახმარებლად საბანკო ანგარიშის ნომერს აქვეყნებს, სადაც მსურველებს შეუძლიათ თანხა ჩარიცხონ.

 

გთხოვთ ყურადღებით წაიკითხოთ პოსტი და დავდგეთ ერთად ამ ძალიან ღვთისნიერი საქმისთვის

 

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ 31 წელი გავიდა.

 

9 აპრილის ხსენებაზე დღემდე ყველას უსინათლო ქალბატონების სიმღერა გვახსენდება. ოთხნი იყვნენ. დღეს მხოლოდ ლელაა ცოცხალი და ამ ტრაგიკული დღის სიმბოლოდ ქცეული ლელა ვეფხვაძე კვლავ ქირით ცხოვრობს. ლელა თავისი ოჯახის ერთდერთი მარჩენალია. ჰყავს 80 წლის უსინათლო დედა, უსინათლო შვილი და შვილიშვილი. ოჯახის რჩენა კი მეტროში სიმღერით უწევს... უნდა იმღეროს, როგორც არ უნდა იყოს, როგორც არ უნდა უჭირდეს, "ხმაც კარგად უნდა უჟღერდეს, სხვანაირად მგზავრ-მსმენელს ვერ აკადრებს" ...

დროდადრო ბინის ცვლა უწევს... საოჯახო ნივთების აყრა-გადაბარგებაზე რომ არაფერი ვთქვათ, უჭირს უსინათლოს ახალი გარემოს შეგუება, ახალი გზების "სწავლა"...

 

მე პირადად და ჩემმა მეგობრებმა რა გზას არ მივმართეთ, ვის არ ვთხოვე ლელას ბინის საკითხის მოგვარება, მაგრამ არ გამოვიდა... სახელმწიფოსგან აქვს სოციალური დახმარებები, მაგრამ ეს მის პრობლემას ვერ აგვარებს...

 

ახლა ბინა, რომელშიც ლელა ცხოვრობს იყიდება 35 000 დოლარად და კეთილი ადამიანების ჯგუფმა გადაწყვიტა, რომ ჩვენ, მოქალაქეებმა   და ამისთვის გავიღოთ თუნდაც მინიმუმი იმისა, რაც შეგვიძლია. თუ ბევრნი ვიქნებით, ეს თანხა მცირედითაც აგროვდება.

 

გთხოვთ შემოგვიერთდით თქვენი შესაძლებლობის მიხედვით

გთხოვთ, გააზიარეთ პოსტი

 

ლელას და მისი ოჯახის სახელით დიდ მადლობას გიხდით წინასწარ.

 

ესაა ქალბატონი ლელას საბანკო ანგარიშის ნომრები:

 

TBC ბანკი: GE97TB7334745061100056

 

საქართველოს ბანკი: GE23BG0000000229621900

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner