logo_geo
eng_logo
გიორგი გაჩეჩილაძე: 2016 წელს საქართველო მიიღებს ვიზა-ლიბერალიზაციას!
- +

20 ივნისი. 2016. 13:17



საქართველოს პარლამენტის წევრმა გიორგი გაჩეჩილაძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით ისაუბრა. გაჩეჩილაძის განცხადებით, საქართველოს ევროპის ტერიტორიაზე უვიზო მიმოსვლის საკითხის გადადება  უკავშირდება დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოყოფის რეფერენდუმს, რომელიც უნდა ჩატარდეს 2016 წლის 23 ივნისს. გაჩეჩილაძემ ასევე აღნიშნა, რომ ქვეყნის შიდა პროცესებთან აღნიშნული საკითხი არ არის დაკავშირებული და ამა წლის სექტემბერში საქართველოს ექნება ვიზა-ლიბერალიზაცია.


„2016 წელს საქართველოს ექნება ვიზა-ლიბერალიზაცია. სერიოზული მიზეზები არსებობს საკითხის გადადების. პირველ რიგში დაკავშირებულია ევროკავშირის ტერიტორიაზე არსებულ მდგომარეობასთან. ერთპიროვნულად ეხება 23 ივნისს დაგეგმილ რეფერენდუმს ევროკავშირიდან ბრიტანეთის გამოყოფასთან დაკავშირებით. გამოკითხვებით, ბრიტანეთის მოსახლეობის 45% ამბობს, რომ უნდა ევროკავშირში დარჩენა, 44% ამბობს, რომ არ უნდა.  ევროკავშირი ფრთხილობს, რომ კიდევ დამატებით ვიზა-ლიბერალიზაციის მიცემა თურქეთისათვის, საქართველოსთვის, უკრაინისათვის, კოსოვოსთვის იქნება გამაღიზიანებელი ბრიტანეთის საზოგადოების იმ ნაწილისთვის, რომელიც რეფერენდუმში მონაწილეობს.

საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებთან კავშირში არ არის ვიზა-ლიბერალიზაციის გადადების საკითხი. ზაფხულში ვერ მოესწრება, რადგან ევროპის პარლამენტმა, რომელმახ უნდა განიხილოს, საგაზაფხულო სესიას ივლისის დასაწყისში ამთავრებს. სექტემბერში იქნება, როდესაც ეს პროცესები დამთავრდება",- განაცხადა გაჩეჩილაძემ.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner