ტურისტი წავა იმ ქვეყანაში, სადაც უსაფრთხო ვითარებაა. აქამდე მოვიყვანეთ მდგომარეობა ისე, რომ ქვეყანა უსაფრთხოა და ახლა თუ არ გავაგრძელებთ ასევე წესების დაცვა და ქვეყანა უსაფრთხო აღარ იქნება, არ ჩამოვა არავინ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ „ღია ეთერში“ განაცხადა.
მისი თქმით, ადამიანებმა უნდა დაიცვან ელემენტარული წესები დისტანცია, პირბადის ტარება და თავშეყრის ადგილებისგან თავის არიდება.
„ორი ფაქტორი არსებობს, ტურისტი უნდა ჩამოვიდეს უსაფრთხო ქვეყანაში და ჩვენც უნდა გავუხსნათ კარი უსაფრთხო ქვეყნებს. მაგრამ დავფიქრდეთ, ჩამოვა აქ მაგალითად, ავსტრიელი ტურისტი, რომელიც აქ სიტუაციას შეხედავს, რომ მოვეშვით და შესაძლოა, შემთხვევათა მკვეთრი მატება დაიწყოს? ისინი თავის ქვეყანაში იცავენ ყველა წესს, რა რეკომენდაციებიც აქვთ, არ სჭირდებათ დაძალება და სახელმწიფოს მიერ მიღებული სპეციალური ზომები, რადგან მოსახლეობამ გაითავისა ის, რომ სხვანაირად ამ დაავადებას ვერ შეებრძოლები. ადამიანებმა უნდა დაიცვან ელემენტარული წესები დისტანცია, პირბადის ტარება და თავშეყრის ადგილებისგან თავის არიდება“ - განაცხადა პაატა იმნაძემ.