logo_geo
eng_logo
ამირან გამყრელიძის თქმით, შესაძლოა დისტანციური სწავლება შემოდგომითაც გაგრძელდეს
- +

11 ივნისი. 2020. 02:15

 

 

 

დისტანციური სწავლება ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ჩვეულებრივი ატრიბუტი გახდა და არ გამოვრიცხავ, რომ ეს შემოდგომაზე საჭირო კიდევ გახდეს - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „POSTV“-ის ეთერში განაცხადა.

 

 

მეორე ტალღისთვის უნდა მოვემზადოთ, უნდა გავითავისოთ, რომ ვირუსი არ დამთავრებულა. დისტანციური სწავლება გახდა ჩვეულებრივი ატრიბუტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების და არ გამოვრიცხავ, რომ ეს შემოდგომაზე კიდევ გახდეს საჭირო. ამიტომ, ჩვენ უფრო აქტიურად უნდა მოვემზადოთ შემოდგომისთვის. თუ ეპიდსიტუაცია იქნება ისეთი, როგორიც დღეს გვაქვს - შედარებით მშვიდი, სწავლის გადადების საჭიროება არ დადგება. სექტემბერში სწავლა აღდგება, მაგრამ შესაბამისი წესების დაცვით. ისეთი ტიპის თავისუფალი გარემო, როგორიც შარშან სექტემბერში გვქონდა, არ იქნება. სასწავლო პროცესის დაწყებისა და განვითარების უფრო მკაცრი რეგულაციები იქნება“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner