logo_geo
eng_logo
პაატა იმნაძე: ვისაც ვარჯიში უყვარს, ღია ცის ქვეშ ივარჯიშოს
- +

11 ივნისი. 2020. 02:34

 

 

ნამდვილად ვერ გეტყვით, რა როდის გაიხსნება – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

 

პაატა იმნაძის თქმით, ფიტნეს ცენტრები მომატებულ რისკ ზონებს წარმოადგენს.

 

იგივე აუზების გახსნა იქნება ალბათ შემდეგი, რადგან იქ რისკი არის პრინციპში მხოლოდ გასახდელებში და გასარუჯ ადგილებში. ნაკლებად წყალში, რომელიც იქლორება მოგეხსენებათ, ანუ დეზინფიცირდება. ფიტნეს ცენტრები ცოტა უფრო მაღალი რისკია.

 

ამიტომ ვისაც ვარჯიში უყვარს ღია ცის ქვეშ, ჰაერზე ჯობია. ფიტნეს ცენტრები საკმაოდ მაღალი რისკის შემცველია. ამიტომ ჯერ ვერ გეტყვით კონკრეტულ რიცხვებს. ნამდვილად ვერ გეტყვით, რა როდის გაიხსნება. ნეტა ისე წავიდეს ავადობა, რომ რაც გავხსენით ის არ გახდეს დასაკეტი“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.​

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner