logo_geo
eng_logo
პაატა იმნაძე: პირბადეს ალბათ სახელი უნდა გადავარქვათ და ცხვირ-პირბადე დავარქვათ
- +

11 ივნისი. 2020. 02:59

 

 

 

პირბადე ქართველების ნაწილმა გაიგო, რომ პირ-ბადეა და არა ცხვირ-პირბადე, ალბათ სახელი უნდა გადავარქვათ და ცხვირ-პირბადე დავარქვათ - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

 

 

თუ ამავე დროს პირბადე უკეთია ჯანმრთელ ადამიანს, ამას პრაქტიკულად ნულამდე დაყავს გადაცემის რისკი. ეს არის სამეცნიერო კვლევები, რომელიც ყველგან დევს. აქვე აღსანიშნავია, რომ აღმოსავლეთის ქვეყნებში არა მარტო ახლა, კორონას დროს, არამედ ზამთარშიც, როცა რესპირატორული დაავადებების, ნიღბები უკეთიათ. გასაგებია, რომ ქართველები ისეთი მოწესრიგებული ხალხი, როგორც იაპონელები, მაგრამ პირბადის ტარებისგან დამხვრჩვალი იაპონელი მე არ მინახავს“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

 

მისივე თქმით, ფარი პირბადეს არ ცვლის. „ფარი არის დამატებითი დაცვის საშუალება, შეუძლია ადამიანს პირბადეც ჰქონდეს და ფარიც, ეს უკვე მისი ნებაა, მაგრამ აუცილებელია პირბადის ტარება“ - აღნიშნა პაატა იმნაძემ.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner