logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: როდესაც შენს ტელევიზიაში ნოდარ მელაძეს ეგუები, შენც ნოდარ მელაძე ხარ
- +

11 ივნისი. 2020. 11:23

 

 

„ნოდარ მელაძე ეს არის აბსოლუტური ფსკერი პოლიტიკაში და მედიაში. ეს პირდაპირ აისახა ამ კონკრეტული ტელევიზიის მედიაგაშუქებაზე და ამის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი იყო ის სიუჟეტი, რომელიც ახალშობილის დაღუპვასთან დაკავშირებით გავიდა ტელევიზიის ეთერში. ამას, არ ვიცი, მორალური თვალსაზრისით  რა შეფასება უნდა გაუკეთდეს“, - განაცხადა „ ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ „POSTV“-ის ეთერში.

 

მისი თქმით, აღნიშნული სიუჟეტი იმდენად მორალურ ზღვარს მიღმაა, რომ შეფასების გაკეთებაც კი რთულია.

 

„ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტებზეც აღარ არის საუბარი, ელემენტარულ ადამიანურ სტანდარტებზეა საუბარი. არ აქვს ასეთი ღირებულებები ნოდარ მელაძეს და როდესაც შენს ტელევიზიაში ნოდარ მელაძეს ეგუები, შენც ნოდარ მელაძე ხარ“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. მისი თქმით, თითოეული ჟურნალისტი, რომელიც მუშაობს „ტვ პირველში“, იზიარებს იმ პასუხისმგებლობას, რაც აქვს ნოდარ მელაძეს.​

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner