logo_geo
eng_logo
შსს-მ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა
- +

11 ივნისი. 2020. 11:34

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1969 წელს დაბადებული მ.ა., მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

 

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 10 ივნისს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1986 წელს დაბადებულ მ.ლ.-ს ცივი იარაღით გულმკერდის არეში ჭრილობა მიაყენა.

 

სამართალდამცველებმა მ.ა. შემთხვევის ადგილზე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ამოღებულია ნივთმტკიცებად.

 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner