logo_geo
eng_logo
ყველაფერი თქვენი და თქვენი ავტომობილის კომფორტისათვის
- +

20 ივნისი. 2016. 13:35



„თეგეტა მოტორსი" - კომპანია, რომელიც მუდამ ზრუნავს მომხმარებლის კომფორტზე. „თეგეტა მოტორსი" მომხმარებელს სთავაზობს მომსახურებას, რომელსაც ანალოგი არ აქვს საქართველოში,  ავტომობილის შეკეთება უკვე სერვისცენტრში მისვლის გარეშე შეგიძლიათ, ეს გახლავთ „თეგეტა კომფორტი".



თუ თქვენ გადატვირთული გრაფიკის გამო ვერ ახერხებთ ავტოსერვისში მისვლას, თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ  „თეგეტა კომფორტის" მომსახურებით, რომელიც გულისხმობს ავტომობილის მომსახურებას სერვისცენტრში მისვლის გარეშე. „თეგეტა მოტორსი" „თეგეტა კომფორტის"  ფარგლებში გთავაზობთ პერსონალური მენეჯერის მომსახურებას, რომელიც  მოგაკითხავთ სასურველ მისამართზე და თავად უზრუნველყოფს თქვენი ავტომობილის სერვისცენტრში გადაყვანას. ავტომობილზე  კომპანია სრულად არის პასუხისმგებელი და  აღსანიშნავია, რომ ავტომობილი ტრანსპორტირების დროს დაზღვეულია. პერსონალური მენეჯერი სატელეფონო კომუნიკაციის საფუძველზე დეტალურად მოახდენს თქვენს სრულ ინფორმირებას, ავტომობილის მდგომარეობის და საჭირო სერვისის შესახებ.  „თეგეტა მოტორსის" ახალი სერვისით სარგებლობა მარტივია, მომსახურების მისაღებად თქვენ უნდა დარეკოს „თეგეტა მოტორსის" ქოლ ცენტრში და შეარჩიოთ სასურველ მომსახურებას.



ასევე, თუ თქვენ თავად გსურთ მიხვიდეთ „თეგეტა მოტორსის" სერვისცენტრში, მაგრამ ამავდროულად თავი აარიდოთ შესაძლო ლოდინს და ოპერატიულად მიიღოთ თქვენთვის სასურველი მომსახურება, მაშინ შეგიძლიათ ისარგებლოთ წინასწარი ჩაწერის სერვისით, რომლის საშუალებითაც თქვენ შესაძლებლობა გაქვთ დაჯავშნოთ ვიზიტი სწრაფი სერვისის ან სერვისების მისაღებად. რეზერვაციის პროცედურა ძალიან მარტივია, რამოდენიმე წუთში თქვენ შეძლებთ, სახლიდან გაუსვლელად ჩაეწეროთ თქვენთვის სასურველ დროს,  დაზოგოთ დრო და სწრაფად მიიღოთ სასურველი სერვისი.



აუცილებელია, პერიოდულად ვაკონტროლოთ ჩვენი ავტომობილის მდგომარეობა, რადგან თავიდან ავიცილოთ ავტომობილის მოულოდნელი მწყობრიდან გამოსვლა და დაუგეგმავი ხარჯები. სწორედ ასეთი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად „თეგეტა მოტორსი" გთავაზობთ შექმნათ თქვენი  ავტომობილის ისტორია.



ჩემი ავტომობილის ისტორია, ეს არის  ონლაინ მომსახურება „თეგეტა მოტორსის" როგორც საცალო, ასევე კორპორატიული მომხმარებლებისთვის, რომელთაც საშუალება აქვთ, იხილონ საკუთარი დანახარჯები და დანაზოგები, განხორციელებული მომსახურებების თუ შენაძენების ხარჯთაღრიცხვა და მათი ანალიზი სხვადასხვა ჭრილში, თქვენი შეგიძლიათ ონლაინ რეჟიმში აკონტროლოთ საკუთარი ავტომობილის ისტორია, მიიღონ აუცილებელი შეხსენება და რეკომენდაციები ავტომობილის მოვლასთან დაკავშირებით.



ვებ გვერდზე www.mycarhistory.ge ავტომატურ რეჟიმში ინახება  დეტალური  ინფორმაცია  „თეგეტა მოტორსში" განხორციელებული ყოველი ოპერაციის შესახებ.  ეს ინფორმაცია კონფიდენციალურია და  მასზე წვდომა მხოლოდ ავტომობილის მფლობელს აქვს, ავტორიზაციის გავლის შემდეგ და პირადი მონაცემების შეყვანის საფუძველზე.



„თეგეტა მოტორსი" უკვე 20 წელია მოღვაწეობს ბაზარზე და მისი მთავარი მიზანია მომხარებელს შესთავაზოს პრემიუმ კლასის მომსახურება, შეუქმნას კომფორტული გარემო და გაუწიოთ მაღალ პროფესიული სერვისი.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner