პროექტ „Check in Georgia"-ს ფარგლებში 20 ივნისს, ბათუმის ბულვარის კოლონადებთან, „საფესტივალო სოფელი" გაიხსნება.
მთელი სეზონის განმავლობაში, სპეციალურად მოწყობილ სახლებში განთავსებულ დახლებზე წარმოდგენილი იქნება ქართული პროდუქცია: ხალხური რეწვის ნიმუშები, ტყავის ხელნაკეთი ნივთები, კერამიკისა და ხის ნაკეთობები და სხვა. სოფელში ასევე წარმოდგენილი იქნება ქართული ღვინო, ყველი, ჩაი და ჩურჩხელები. მოსული სტუმრები შეძლებენ, დააგემოვნონ და სურვილის შემთხვევაში შეიძინონ საყვარელი პროდუქცია.
სოფელი გაიხსნება საღამოს, 18:00 საათზე, ფოლკლორული კონცერტების პარალელურად.
„საფესტივალო სოფელი" 10 სექტემბრის ჩათვლით ყოველ დღე გაიმართება.