ავტორი ანა ნონიკაშვილი
„ნაციონალურმა მოძრაობამ" თავისი გასაჩივრებებით მიაღწია იმას, რომ ვანო მერაბიშვილის გათავისუფლების შანსს წერტილი დაუსვა",- ასე შეაფასა პარლამენტის წევრმა გიორგი გაჩეჩილაძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ვანო მერაბიშვილის საქმესთან დაკავშირებით. გაჩეჩილაძემ ასევე აღნიშნა, რომ მერაბიშვილის საკნიდან გამოყვანის ფაქტი გამოძიებულ უნდა იქნას და დამნაშავე დაისაჯოს.
„სტრასბურგის სასამართლო არის ბოლო ინსტანცია სასამართლო სისტემაში. „ნაციონალურმა მოძრაობამ" თავისი გასაჩივრებებით მიაღწია იმას, რომ ვანო მერაბიშვილის გათავისუფლების შანსს წერტილი დაუსვა. სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ ვანო მერაბიშვილი უნდა იჯდეს ციხეში. არის საკითხები, რომელიც მის საკნიდან გამოყვანასთანაა დაკავშირებულია, რომლის გამოძიებასაც ითხოვენ. თუ დადგინდა, რომ ნამდვილად მოხდა მერაბიშვილის უკანონოდ გაყვანა, დამნაშავე უნდა დაისაჯოს. მთავარი ის არის, რომ სტრასბურგის სასამართლომ ვანო მერაბიშვილი საბოლოოდ დატოვა ციხეში",- განაცხადა გაჩეჩილაძემ.