logo_geo
eng_logo
ირანში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 180 ათასს გადააჭარბა
- +

11 ივნისი. 2020. 18:27

 

 

ირანში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 180 ათასს გადააჭარბა. ამის შესახებ ნათქვამია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

ირანის პრეზიდენტმა, ჰასან როუჰანმა მოუწოდა მოქალაქეებს, დაიცვან სოციალური დისტანცია და ჰიგიენა.

 

„თუ ყველა მიჰყვება ინსტრუქციებს, მაშინ ყველა სამსახური აღადგენს მუშაობას. ჩვენ წინ მივიწევთ ნელ-ნელა და ნაბიჯ-ნაბიჯ. არ გვინდა, ჩვენმა ხალხმა იფიქროს, რომ კორონავირუსის ეპოქა დასრულდა. ეს იქნებოდა ძალიან დიდი პრობლემა“, – განაცხადა ჰასან როუჰანიმ.

 

ბოლო 24 საათში ირანში კორონავირუსით კიდევ 2 238 ადამიანი დაინფიცირდა. ბოლო დღე ღამეში გარდაიცვალა 78 პაციენტი.

 

საერთო ჯამში, ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ირანში 180 156 ადამიანი შეადგინა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner