საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა „ქორთიართ მერიოტში" მიმდინარე კონფერენციაზე განაცხადა, რომ დემოკრატიულ ღირებულებებით ახლოს ვართ ევროპასთან ადამიანის დაცვის კუთხით, თუმცა ეკონომიკაში ჩამოვრჩებით, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ეს დისბალანსი გადავლახოთ.
ექს-პრემიერის თქმით, გიორგი კვირიკაშვილი არის პრემიერი, რომელიც იცავს ბიზნესის ინტერესებს.
„კვირიკაშვილი ყველაფერს აკეთებს ბიზნესის ხელშეწყობისთვის. აზრადაც არ მოუვა ჩარევა ბიზნესში.
დღეს გვყავს მთავრობა, რომელიც იმართება ბიზნესისგან და ხალხისგან. ყველაფერს აკეთებენ, რომ ლობირება გაგვიწიონ საზღვარგარეთ.
არ დაგავიწყდეთ, ვინ მართავდა 4 წლის წინ ქვეყანას - ერთი ჯგუფი, რომელიც ავიწროებდა ბიზნესს.
ჩემი როლი მინდა შეგახსენოთ. მე თამაშის წესები დავაფუძნე. მას ღირსეულად აგრძელებს კვირიკაშვილი და მთავრობა", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.