logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: გიორგი კვირიკაშვილი ყველაფერს აკეთებს ბიზნესის ხელშეწყობისთვის
- +

20 ივნისი. 2016. 13:41



 საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა „ქორთიართ მერიოტში" მიმდინარე კონფერენციაზე განაცხადა, რომ დემოკრატიულ ღირებულებებით ახლოს ვართ ევროპასთან ადამიანის დაცვის კუთხით, თუმცა ეკონომიკაში ჩამოვრჩებით, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ეს დისბალანსი გადავლახოთ.



ექს-პრემიერის თქმით, გიორგი კვირიკაშვილი არის პრემიერი, რომელიც იცავს ბიზნესის ინტერესებს.



კვირიკაშვილი ყველაფერს აკეთებს ბინესის ლშეწყობისთვის. აზრადაც არ მოუვა ჩარევა ზნესში.

დღეს გვყავს მთავრობა, რომელიც იმართება ბიზნესისგან და ხალხისგან. ყველაფერს აკეთებენ, რომ ლობირება გაგვიწიონ საზღვარგარეთ.

არ დაგავიწყდეთ, ვინ მართავდა 4 წლის წინ ქვეყანას - ერთი ჯგუფი, რომელიც ავიწროებდა ბიზნესს.

ჩემი როლი მინდა შეგახსენოთ. მე თამაშის წესები დავაფუძნე. მას ღირსეულად აგრძელებს კვირიკაშვილი და მთავრობა", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner