ანალიტიკოსი გია აბაშიძე თანამოაზრეებს მოუწოდებს, რომ ეპიდემილიოგების მიერ დაწესებული რეკომენდაციები ყველამ დაიცვს, რადგან, შესაძლოა ე.წ. უცნობი კლასტერიდან ინფექციის გავრცელება განახლდეს.
„გუშინ, ახლობელს არ გავყევი სახინკლეში. არა და როგორ მომენატრა ქალაქური ხინკალი.
სპეციალისტებისგან გვესმის, რომ უცნობი კლასტერიც გაჩნდა.
თანამემამულენო, აი, ძალიან, ძალიან გთხოვთ, დავიცვათ სოციალური დისტანცირება, პირბადე მობილურზე მეტად აქტუალური გავხადოთ ისევე როგორც 'სანიტაიზერი'. გავუფრთხილდეთ ერთმანეთს“- წერს ანალიტიკოსი.