მინდა საგანგებოდ მივმართო ამერიკული საზოგადოების ამ ნაწილს, რომ ეს ჩვენი ურთიერთობის ქუჩა არის ორმხრივი მოძრაობის ქუჩა, ამიტომ ის ძალიან აწონ-დაწონილ და პასუხისმგებლიან დამოკიდებულებას მოითხოვს, როგორც ქართული ბოლოდან, ასევე ამერიკული ბოლოდან, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა ანალიტიკოსმა, „ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.
„ჩვენ ვხედავთ რომ არა მარტო ჩვენი, ამერიკული შიდა პოლიტიკაც დამძიმდა, ის როგორი არის შიდა პოლიტიკური სამზარეულო ამაზე ჩვენ ყველას გარკვეული ინფორმაცია და წარმოდგენები გვაქვს, მე მინდა საგანგებოდ მივმართო ამერიკული საზოგადოების ამ ნაწილს, რომ ეს ჩვენი ურთიერთობის ქუჩა არის ორმხრივი მოძრაობის ქუჩა, ამიტომ ის ძალიან აწონ-დაწონილ და პასუხისმგებლიან დამოკიდებულებას მოითხოვს, როგორც ქართული, ასევე ამერიკული ბოლოდან. დაუსაბუთებელი განცხადებებით ისინი სხვა ფლანგს აძლიერებენ. ამიტომ ჩემი მოწოდება იქნება, რომ თითოეულ სიტყვას და განცხადებას კიდევ უფრო მეტი ყურადღება მიექცეს“, - აღნიშნა დამოუკიდებელმა ანალიტიკოსმა.
აშშ-ის რესპუბლიკელთა კვლევითმა კომიტეტმა ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი.