logo_geo
eng_logo
„ქორთიარდ მარიოტში“ კონფერენცია - „საქართველოს ეკონომიკა და ბიზნესგარემო - მიღწევები და გამოწვევები“ მიმდინარეობს
- +

20 ივნისი. 2016. 13:42



სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში" კონფერენცია - „საქართველოს ეკონომიკა და ბიზნესგარემო - მიღწევები და გამოწვევები" მიმდინარეობს.



ეკონომიკის ექსპერტის ლევან კალანდაძის განცხადებით, კონფერენციაზე განიხილება ყველა ის საკითხი, რაც უკავშირდება საქართველოს ეკონომიკას.



ბუნებრივია, იქნება საუბარი ლარის სტაბილურობაზე, დედოლარიზალიაციაზე, აქცენტები გაკეთდება ბიზნესში არსებულ ვითარებაზე და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე", - აღნიშნა კალანდაძემ.



კონფერენციის ორგანიზატორები არიან ორგანიზაცია „მოქალაქე", „საქართველოს ბიზნეს ასოციაცია" და პარტნიორი ორგანიზაციები.



კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner