logo_geo
eng_logo
ონლაინ-სესხებთან დაკავშირებით მთავრობა და ეროვნული ბანკი ერთობლივ საკანონმდებლო პროექტზე მუშაობენ
- +

20 ივნისი. 2016. 13:55



მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან და ონლაინ სესხებთან დაკავშირებით მთავრობა და ეროვნული ბანკი ერთობლივ საკანონმდებლო პროექტზე მუშაობენ.



ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ აღნიშნულ საკითხებზე მიმდინარეობს მუშაობა, ბანკს აქვს გარკვეული ინიციატივები, რომელიც მთავრობას უკვე წარედგინა.



პარლამენტში ეს პაკეტი მას შემდეგ შემოვა, რაც მთავრობაში მოხდება შეჯერება და მას ერთობლივი პოზიციით წარმოვადგენთ", - განაცხადა არჩილ მესტვირიშვილმა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner