logo_geo
eng_logo
A ჯგუფის ლიდერები ფრეზე გაიყარნენ
- +

20 ივნისი. 2016. 13:57


 

ევრო 2016-ის A ჯგუფში სამივე წრე დასრულდა და 1/8-ფინალისტთა ვინაობა გაირკვა. ტურნირის დაწყებამდე ფავორიტებად საფრანგეთისა და შვეიცარიის ნაკრებებს ასახელებდნენ და მოლოდინისამებრ, მათ მომდევნო ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვეს.

მესამე წრეში საფრანგეთი სწორედ შვეიცარიას დაუპირისპირდა. ტურნირის მასპინძლები მოედანზე შესუსტებული მოტივაციით გავიდნენ, რადგან არწაგების შემთხვევაში ჯგუფს მაინც პირველი ადგილით დატოვებდნენ, შვეიცარიასაც პრაქტიკულად განაღდებული ჰქონდა ჯგუფიდან გასვლა. შეხვედრა ორმხრივი დაპირისპირების ფონზე წარიმართა. ორივე გუნდის ფეხბურთელებს ჰქონდათ გოლის გატანის შანსები, თუმცა ზომერმა და ლორისმა საკუთარი კარები მშრალად შეინახეს.

შედეგად, საფრანგეთმა A ჯგუფში გამოსვლა 7 ქულითა და პირველი ადგილით დაასრულა, შვეიცარიამ კი 5 ქულით მეორე ადგილი დაიბევა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner