რუსეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირების 8987 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. საერთო ჯამში, ქვეყანაში დაფიქსირებულია ინფიცირების 551 423 შემთხვევა.
ინფიცირებულებიდან ბოლო 24 საათში 183 პაციენტი გარდაიცვალა. სულ კი ვირუსს 6 715 ადამიანი ემსხვერპლა. გამოჯანმრთელდა 269 370 ინფიცირებული, მათ შორის 8 220 პაციენტი ბოლო დღე-ღამეში.