დღეს, თბილისის დროით 14:00 საათზე, ჩემპიონთა ლიგის პირველი და მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართება.
ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობას თბილისის „დინამო" დაიწყებს, მისი მეტოქე კი ამ გუნდებიდან შეირჩევა:
„დუდელანჟი" (ლუქსემბურგი), „ჟალგირისი" (ლიტვა), „ჰაპოელ ბეერ შევა" (ისრაელი), „ოლიმპია ლუბლიანა" (სლოვენია), „ვარდარი" (მაკედონია), „ნორჩოპინგი" (შვედეთი), „ფერენცვაროში" (უნგრეთი), „კრუსეიდერსი" (ჩრ. ირლანდია), „ზრინსკი" (ბოსნია-ჰერცოგოვინა), „დანდლოკი" (ირლანდია), „მლადოსტ პოდგორიცა" (მონტენეგრო), „სეიაოენი" (ფინეთი), „პარტიზან ტირანა" (ალბანეთი), „ლიეპაია" (ლატვია).
აღსანიშნავია, რომ მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მონაწილეებს პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე გასული 4 კლუბი შეემატება.
პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 28/29 ივნისს გაიმართება, ხოლო განმეორებითები - 5/6 ივლისს.
მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის წყვილები ერთმანეთს პირველად 12/13 ივლისს დაუპირისპირდებიან, საპასუხო შეხვედრას კი 19/20 ივლისს გამართავენ.