logo_geo
eng_logo
თავდაცვის უწყება სამხედროებისთვის პრივილეგიების დაწესების საკითხზე მუშაობს
- +

12 ივნისი. 2020. 20:34

 

 

საკანონმდებლო ორგანოში „მინისტრის საათის" ფორმატში სიტყვით გამოსვლის შემდეგ თავდაცვის მინისტრმა დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა.

 

სამხედრო მოსამსახურეების მხარდაჭერასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე პასუხად თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ამერიკული მოდელის საფუძველზე, უწყება მუშაობს სამხედრო მოსამსახურეებისთვის პრივილეგიების დაწესების საკითხზე.

 

გვსურს სამხედროების ID ბარათს შევძინოთ პრივილეგიები და ამ საკითხზე ვაპირებ გავმართო შეხვედრები სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლებთან, უნივერსიტეტებთან, ჩვენ გვსურს მეტი კომპანია ჩაერთოს სამხედროებისადმი პრივილეგიების მინიჭების კამპანიაში“, - განმარტა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

თავდაცვის მინისტრმა განათლების მიმართულებით ინიციატივაც გაახმოვანა -  იგეგმება სამხედრო მოსამსახურეების წარჩინებული შვილების სწავლის თანადაფინანსება, სამხედროების წარჩინებულ შვილებს მინისტრის სახელობის სტიპენდია დაენიშნებათ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner