logo_geo
eng_logo
კრისტიან ურსე: სტრასბურგის სასამართლოს ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა შესრულდეს
- +

20 ივნისი. 2016. 14:32

 

 

ევროსაბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა საქართველოში კრისტიან ურსემ ვანო მერაბიშვილის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ტექნიკური თვალსაზრისით, სტრასბურგის სასამართლოს ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა შესრულდეს, დარწმუნებულია, რომ საქართველოს ხელისუფლება ამას გააკეთებს.



სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის საქმეზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ოფიციალური პრესრელიზი 14 ივნისს გამოაქვეყნა. დოკუმენტის სათაური შემდეგია:



საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა კანონიერი იყო და ეფუძნებოდა გონივრულ საფუძველს, თუმცა, ამავე დროს, გამოყენებულ იქნა მასზე ზეწოლის მოხდენის ხერხად".

 

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ერთხმად გადაწყვიტა, რომ: არ დარღვეულა ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის მე-5 მუხლის პარაგრაფ 1 (თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლება), რომელიც ეხება მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობის შესახებ 2013 წლის 22 და 25 მაისის სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერების საკითხს; არ დარღვეულა კონვენციის მე-5 მუხლის მე-3 პარაგრაფი (გონივრულ ვადებში სასამართლო გარჩევის ჩატარება ან სასამართლომდე გათავისუფლება), რომელიც ეხება მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობის შესახებ 2013 წლის 22 და 25 მაისის სასამართლო გადაწყვეტილების საფუძვლიანობას; დაირღვა კონვენციის მე-5 მუხლის მე-3 პარაგრაფი, რომელიც ეხება მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობის გადახედვის შესახებ 2013 წლის 25 სექტემბრის სასამართლოს გადაწყვეტილებას.

დაირღვა კონვენციის მე-18 მუხლი (უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები) მე-5 მუხლის პარაგრაფ 1-თან ერთობლიობაში, იმ ფაქტის საფუძველზე, რომ მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა ასევე იქნა გამოყენებული პროკურატურის მიერ, როგორც შესაძლებლობა, მოპოვებინა ბერკეტები ამ საქმესთან დაუკავშირებელი გამოძიებისთვის, კერძოდ, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე, ასევე საქართველოს ექს-პრეზიდენტის ფინანსური საქმიანობის გამოსაძიებლად", - წერია სტრასბურგის სასამართლოს პრესრელიზში.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner