logo_geo
eng_logo
სანდრო ბრეგაძე: მართლა არ მეგონა, თუ ჰომოსექსუალებს ამხელა გავლენები ჰქონდათ
- +

20 ივნისი. 2016. 14:33



ჯერ ამ 200 000 ხელმოწერას მოვაგროვებ, შემდეგ ღვთის წინაშე ვფიცავ, თუ სახალხოდ არ მოვყვე, როგორ და ვინ გვიშლიდა ხელს, რათა ე.წ.ერთსქესიანთა ქორწინება ვერ აგვეკრძალა!" -ამის შესახებ სანდრო ბრეგაძე facebook-ზე წერს.


მისი თქმით, გარკვეული ჯგუფები რეფერენდუმის ჩატარებას ქორწინების განსაზღვრების  კონსტიტუციაში ჩაწერასთან დაკავშირებით, ხელს მიზანმიმართულად უშლიან.


მართლა არ მეგონა, თუ ჰომოსექსუალებს ამხელა გავლენები ქონდათ. ყველანაირი რესურსი დაგვიკეტეს, საინფორმაციო საშუალებები დაგვიხშეს, ხელისუფლებასა თუ ოპოზიციაში თავისი ფარული მხარდამჭერები აამუშავეს. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ყველაფერს აკეთებენ, რომ რეფერენდუმის ჩასატარებელი 200000 ხელმოწერა არ შეგროვდეს. სამწუხაროდ, ესაა ის რეალობა, რაც ამ დროისთვის არსებობს. ფაქტობრივად, შიშველი ხელებით გვიწევს ბრძოლა, ერთადერთი, ქართველი ერის იმედი გვაქვს", - წერს ბრეგაძე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner