logo_geo
eng_logo
პოლიციამ ოზურგეთში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო - დაკავებულია ერთი პირი
- +

13 ივნისი. 2020. 10:17

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1996 წელს დაბადებული ი.ო.,

 

ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, ოზურგეთში დააკავეს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

 სამართალდამცველებმა, ბრალდებულის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის და მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს ცეცხლსასროლი პისტოლეტი, მჭიდი და ერთლულიანი გადაჭრილი თოფი, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

 

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner