„მსოფლიოში ნებისმიერი ქვეყანა ინატრებდა მსგავს ხელისუფლებას, მსოფლიოში ნებისმიერი ქვეყანა ინატრებდა ასეთ ეკონომიკურ გუნდს და ნებისმიერი ქვეყანა იოცნებებდა კვირიკაშვილის მსგავს პრემიერ-მინისტრზე", - ამის შესახებ ექს-პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა კონფერენციაზე „საქართველოს ეკონომიკა და ბიზნესგარემო - მიღწევები და გამოწვევები" განაცხადა.
„ყველაზე დიდი პრეტენზიები რაც იყო ამ ხნის განმავლობაში, ძალიან დიდი, გადაჭარბებული კამათი იყო პრემიებზე. გარწმუნებთ, რომ მსოფლიოში ნებისმიერი ქვეყანა ინატრებდა მსგავს ხელისუფლებას, ნებისმიერი ქვეყანა მსოფლიოში ინატრებდა ასეთ ეკონომიკურ გუნდს, ნებისმიერი ქვეყანა იოცნებებდა კვირიკაშვილის მსგავს პრემიერ-მინისტრზე. ამ ყველაფერს უნდა გაფრთხილება. ამიტომ არჩევნები სანიმუშოდ უნდა ჩავატაროთ.
მინდა, მოსახლეობა დავარწმუნო, რომ არანაირი ინტერესი არ გაამჩნია გარდა ერთისა, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით განვითარდეს. საზოგადოების დიდმა ნაწილმა უნდა მოვახერხოთ და კონსენსუსს მივაღწიოთ, თუ როგორი ქვეყანა გვინდა. კოჰაბიტაცია, რასაც საზოგადოების დიდი ნაწილი ამდენ ხანს ლანძღავდა, უნდა მოვახერხოთ - საზოგადოება მთლიანად გავაერთიანოთ და გავავლოთ ხაზები, ვინ სად იდგა ოდესღაც, თუმცა მახსოვრობა არ უნდა დავკარგოთ და გვახსოვდეს, რა ხდებოდა, ვინ სად იყო. დღეს მთელი ერის კონსოლიდაცია უნდა მოვახერხოთ მთელი ერის ძირითად ფასეულობებზე. იმაზე, რომ ადამიანის უფლებები უნდა იყოს ყველაფრის სათავეში და ეკონომიკა უნდა იყოს კონკურენტუნარიანი, თავისუფალი ბაზარი", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.