ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვი ამბობს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის შიდა გავრცელება დაიწყო და თუკი მოსახლეობა გაცემულ რეკომენდაციებს არ დაიცავს, შესაძლოა კარანტინის, ქალაქების ჩაკეტვის აუცილებლობა კვლავ დადგეს.
ამის შესახებ კულუმჯბეგოვმა „პალიტრანიუსის ეთერში“ განაცხადა.
„არსად არ წასულა რეკომენდაცია, სოციალური დისტანცირების, ნიღბის ტარების და პირადი ჰიგიენის დაცვის. სადაც აუცილებლობას არ წარმოადგენს ვთქვათ დისტანციურად მუშაობის.
თუ ამას ვერ მიხვდება ჩვენი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, ჩვენ ის ეკონომიური შეზღუდვები ისევ გველის.
შესაძლოა ისევ დადგეს, კარანტინის, ქალაქების ჩაკეტვის აუცილებლობა. ჩვენი ქვეყანა ამას ვერ გაუძლებს ვერც ერთი ასპექტით“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.