დღეს, თბილისის დროით 15:00 საათზე, ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრა გაიმართება. აღნიშნული ტურნირის შესარჩევ ეტაპზე სამი ქართული კლუბი იასპარეზებს: გორის „დილა", საჩხერის „ჩიხურა" და „სამტრედია".
პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე 96 კლუბი მონაწილეობს. გორელები რეიტინგით განთესილთა შორის არიან, ხოლო „ჩიხურა" და „სამტრედია" განუთესავთა შორის.
საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 30 ივნისსა და 7 ივლისს გაიმართება.