logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: ანეკდოტური იქნება, ვინმემ წარმოიდგინოს, რომ კვირიკაშვილი იფიქრებს ხალხის ხმები მოიპაროს
- +

20 ივნისი. 2016. 14:39


ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს ეკონომიკურ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ უნდა მოხერხდეს და ქვეყანა სწორი მიმართულებით განვითარდეს, „ამისთვის საჭიროა, ეს არჩევნები ღირსეულად ჩავატაროთ, ისევე როგორც ორი არჩევნები ჩატარდა ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ".



არავის აზრად არ ჰქონია მოსახლეობის ხმების მოპარვა, რაც ყველაზე დიდი სირცხვილი იყო ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში. ასეთივე იქნება და ასეთი მიზანი აქვს კვირიკაშვილსაც და იმდენად კარგად იცნობთ და გასაგებია მისი მოდელი, რომ ალბათ, ანეკდოტური იქნება, ვინმემ წარმოიდგინოს, რომ კვირიკაშვილი იფიქრებს, ხალხის ხმები მოიპაროს, ან კორუფციაში ჩაეფლოს და ვიღაცის ჯიბეში ჩაძვრეს. ასეთი მთავრობა გვყავს დღეს და არჩევნებიც უფრო კარგი უნდა ჩავატაროთ, ვიდრე წინა ორი იყო. იმედი მაქვს, საზოგადოების გაგების, სწორი ანალიზის", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner