logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: გიორგი კვირიკაშვილი ბიზნესის ხელშეწყობისთვის ყველაფერს აკეთებს
- +

20 ივნისი. 2016. 14:40



„პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილი ბიზნესის ხელშეწყობისთვის ყველაფერს აკეთებს", - ამის შესახებ საქართველოს ექს-პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა. ივანიშვილის თქმით, საქართველოს აქვს ევროპული დემოკრატია და თუკი აღნიშნულის შენარჩუნება მოხერხდება, შესაძლებელი იქნება ეკონომიკის განვითარება.

 

„გვაქვს ევროპული ტიპის დემოკრატია და თუ მოვახერხებთ ამის შენარჩუნებას, შევძლებთ, ეკონომიკა განვავითაროთ. დღეს გვყავს მთავრობა, რომელიც იმართება ხალხისგან, იმართება ბიზნესისგან და ყველა თქვენს გამოძახილს ეხმაურება, რომ ლობირება გაგიწიონ. საზოგადოების დიდი ნაწილი, რომელიც გაჭირვებულია, შეუძლიათ, რომ სხვა მიმართულებით წაიყვანონ და დავკარგოთ ის სტაბილურობა, რომელიც ჩვენ გვაქვს. იმასაც შეგახსენებთ, რა დონეზე იყო ადამიანის უფლებები - ძალიან დაბლა, ნულთან ახლოს. ერთი ჯგუფი კი კანონზე მაღლა იდგა და ყველაფრის უფლებას აძლევდა საკუთარ თავს. სიტუაცია იყო ძალიან მძიმე, სწორედ ამ მიზნით მოვედი პოლიტიკაში. მოკლედ შეგახსენებთ, რა გაკეთდა: ადამიანის უფლებების და დემოკრატიის მხრივ, საქართველო ევროპის შესადარი გახდა. დღეს ვერავინ იტყვის, რომ ვინმე ერევა პირად საკუთრებაში ან სასამართლოს დამოუკიდებლობაში ან მედიის თავისუფლებაში. ჩემი გადმოსახედიდან მაქსიმალურად გაკეთდა ყველაფერი, რომ ადამიანის უფლებები ძალიან ახლოს იყოს ევროპულთან. ამ დროს ეკონომიკა 6-ჯერ ჩამორჩება უფრო მეტჯერ განვითარებული ქვეყნების ეკონომიკას. ასეთი დისბალანსი საჭიროებს განსაკუთრებულ ყურადღებას", - განაცხადა ივანიშვილმა.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner