„ტაბულას“ მთავარი რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს აკრიტიკებს.
„როგორც არაერთხელ მითქვამს, ამ ხარბ კაცს ბიძინას დამარცხება მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა, თუ თვითონ მოვა აბსოლუტური უმრავლესობით და პროპორციული არჩევნები, ბუნებრივი ბარიერი და 30 მაჟორიტარზე კოორდინაცია ამ შანსს სპობს. ანუ ან მიშას აბსოლუტური მმართველობა - ან არაფერი. ესაა სააკაშვილის მიდგომა.
ხვდება, რომ მაჟორიტარებზე შეთანხმების ჩაშლა ძალიან დააზიანებს ისევ საპროტესტო ელექტორატში, ამიტომ ერთიანი სიის უტოპიური და სრულიად ბრიყვული იდეებით გამოდის, რომ მაჟორიტარებზე შეთანხმების ჩაშლა თუ გაიტანა საკუთარ პარტიაში - მერე თქვას მე ერთიანობისთვის ვიბრძოდიო. სულ ესაა ამის გაქანება“, - წერს ჩერგოლეიშვილი.