„თქვენ არ გიქმნით დისკომფორტს ბოკერიასთან, უგულავასთან და სხვებთან ერთად დგომა?“ , - ასე მიმართა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატს, ეკა ბესელიას.
„მეც მაქვს იგივე შეკითხვა, თქვენ არ გიქმნით დისკომფორტს ბოკერიასთან, უგულავასთან და სხვებთან ერთად დგომა? არ მინდოდა თქვენი წყენინება, მაგრამ უნდა მეპასუხა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა პარლამემენტში, სადაც მას „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.
ეკა ბესელიამ თავდაცვის მინისტრს პარლამენტში შემდეგი კითხვით მიმართა:
„არ გიქმნით დიკომფორტს და უხერხულობას, რომ ერთ გუნდს უწოდებთ იმ ადამიანებს, ვინც თვითონ პირადად, ან ვისი ოჯახის წევრიც სააკაშვილის სადღეგრძელოებს სვამდა და ხოტბას ასხამდა, მის საარჩევნო შტაბს აძლიერებდა, აფინანსებდა და განსაკუთრებით იმ ადამიანების „ქართული ოცნების“ ხელით უვადოდ არჩევა, ვინ იმ უსამართლობას და ძალადობას აკანონებდა ამ ქვეყანაში, ვისი ხელითაც ხდებოდა ყველაზე დიდი უბედურება იმ წლებში“.