logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: „ქართული ოცნების“ მთავარი მოწინააღმდეგე თავად „ქართული ოცნებაა“
- +

1 მარტი. 2016. 13:17



„ქართული ოცნების" მთავარი მოწინააღმდეგე ამ ეტაპზე, თავად „ქართული ოცნებაა", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ვოლსკი აცხადებს. როგორც ვოლსკიმ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ბევრი ისეთი შეცდომაა დაშვებული, რომელიც კოალიციას არ უნდა ახასიათებდეს.

 

„საერთოდ, კოალიციაში საქმიანობა რთულია. არის ეკონომიკური თემები, რომლებიც ნებისმიერ პარტიას შეუძლია გამოიყენოს თავის მოწინააღმდეგესთან საბრძოლველად, თუმცა, თავადაც რომ იყოს ხელისუფლებაში, ვერ შეძლებდა, დაეძლია ის, რასაც მსოფლიო პროცესები ჰქვია. ურთულესი სიტუაცია შეიქმნა ყველა ქვეყანაში, ვისთანაც ვვაჭრობთ და ვისთანაც ურთიერთობა გვაქვს. სავალუტო შემოსავლები ძალიან დაბალია, მნიშვნელოვნად შემცირდა ოჯახებში თანხების გადმორიცხვებიც. ძირითადად ამან განაპირობა, რომ ჩვენი რეიტინგი შემცირდა", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.


მისივე განმარტებით, საქართველოს ხელისუფლების მიერ გაკეთებული კარგი საქმეების გაშუქება ხშირ შემთხვევაში არ ხდება, ან თუ ხდება, ძალიან მცირე დოზით.

 

„მე ვფიქრობ, ნებისმიერი პარტია C ჰეპატიტის პროგრამაზე, ჯანდაცვის სხვადასხვა მიმართულებების პროგრამაზე ან სოფლის მეურნეობის პროგრამაზე, თუნდაც აბრეშუმის გზის 50-მილიარდიან პროგრამაში ჩართვაზე გააკეთებდა მთელ ფილმებს და წარმატებით გაუშვებდა დილას, შუადღეს და საღამოს. მე ვფიქრობ, რომ ეს სისუსტეები, რაც გააჩნია „ქართულ ოცნებას", არის მთავარი მოწინააღმდეგე „ქართული ოცნებისათვის", - განაცხადა ვოლსკიმ.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner