logo_geo
eng_logo
ზვიად ჩიტიშვილი: ქართველი პოლტიკოსები რუსეთში ფულის სათხოვნელად ჩადიან!
- +

20 ივნისი. 2016. 14:50


„ქართველი პოლტიკოსები რუსეთში ფულის სათხოვნელად ჩადიან", - ამის შესახებ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ჩვენი სამშობლოს" ლიდერი ზვიად ჩიტიშვილი აცხადებს.


მისი თქმით, რუსეთში სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები ჩადიან, საკუთარ დიასპორას ხვდებიან და მათი პრობლემებით ინტერესდებიან, ხოლო ქართველ პოლიტიკოსებს მხოლოდ ფინანსები აინტერესებთ.


„სუფრებსაც ვუშლით, პატივს ვცემთ და ფულსაც ვაძლევთ. როცა საქართველოში ჩამოვდივართ, ისევ ჩვენგან მოითხოვენ პატივისცემას. სამწუხაროდ, რუსეთში მცხოვრებ ქართველებს გვიყურებენ, როგორც ფულის ტომრებს", - განაცხადა ჩიტიშვილმა.


მისი თქმით, ბევრია ისეთი პოლიტიკოსი, რომელიც რუსეთის ფედერაციაში ფინანსების მოპოვების მიზნით ჩადის, თუმცა ჩიტიშვილი მათი სახელებისა და გვარების დასახელებისგან თავს იკავებს.


„ასეთები ბევრნი არიან, პირობას გაძლევთ, ამ თემაზე ვისაუბრებ, ოღონდ ჯერ დავაკვირდები", - აღნიშნა ჩიტიშვილმა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner