საქართველოში კორონავირუსით მე-14 პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაციას STOPCOV.GE ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ ბოლო მონაცემებით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 851-ს შეადგენს. 702 ადამიანი ამ დროისთვის განიკურნა.
ქვეყანაში ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.