გიორგი გახარია მზიურის განახლებული პარკის გახსნაზე ოჯახთან ერთად იმყოფებოდა.
„ჩატარებულია უდიდესი სამუშაო. მადლობას ვუხდი ელჩ კარლ ჰარცელს პარკის რეაბილიტაციის პროცესში ევროკავშირის წვლილისთვის და რა თქმა უნდა - თბილისის მერს, რომელმაც ეს ყველაფერი, როგორც მას სჩვევია, გემოვნებით და რაც მთავარია, ყველასთვის, თბილისელებისათვის, მათზე ზრუნვის უდიდესი გამოვლინებით დაასრულა. მინდა, კიდევ ერთხელ პატივი მივაგოთ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც დავკარგეთ, გავიხსენოთ ის გმირი მაშველი, რომელმაც 8 მოქალაქის სიცოცხლე გადაარჩინა და მათ გადარჩენას თავი შესწირა. კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ყველანაირი თხოვნის გარეშე, დადგნენ იქ, სადაც უნდა მდგარიყვნენ და გააკეთეს ის საქმე, რომელიც მათ სამშობლოს, მათ ქალაქს და მათ მოქალაქეებს სჭირდებოდათ. ერთმანეთზე ზრუნვა არის ერთადერთი გამოსავალი ჩვენი წარმატებული მომავლისთვის“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.