logo_geo
eng_logo
თბილისის ზოოპარკი: 5 წლის წინ, ამ დროს, ძნელი წარმოსადგენი იყო, რომ ზოოპარკის ყოველდღიურობა ოდესმე ისევ დალაგდებოდა
- +

14 ივნისი. 2020. 00:50

 

 

თბილისის ზოოპარკი განახლებული ექსტერიერისა და ინტერიერის ვიდეოს ავრცელებს, სადაც ცხოველების ახალი ადგილსამყოფელია ასახული.

 

 

13 ივნისის ტრაგიკული მოვლენებისა და სტიქიის შემდეგ, როგორც ჩანს, ბეჰემოტიც, ფრინველებიც და ცხოველების თავს ბევრად უკეთ გრძნობენ, რადგან გაშლილი სივრცე და ბუნებრივი საყოფაცხოვრებო პირობები მათ ხასიათზეც აისახება.

 

„5 წლის წინ, ამ დროს, ამ საათებში, ძნელი წარმოსადგენი იყო, რომ ზოოპარკის ყოველდღიურობა ოდესმე ისევ დალაგდებოდა.

 

რომ კარაკულა დირექტორის ასისტენტი გახდებოდა. რომ თეთრი ლომები შუმბას შემდეგ კიდევ გააჩენდნენ ბოკვერებს. დათვები და მგლები ჰექტარნახევრიან მამულში იბუჯურავებდნენ, სპილო გრანდს მეორე ეშვსაც ამოვუღებდით და ის BBC-ის ფილმის მთავარ გმირად მოგვევლინებოდა, ირმებს - ყვიყვის და ლაილას წყალდიდობის შემდეგ მალევე შეეძინებოდათ პატარა და ისინი საქართველოში კეთილშობილი ირმის აღდგენის პროექტს ჩაუდგებოდნენ სათავეში.

 

ბევრ რამეს ვერ წარმოვიდგენდით იმ საძაგელ ღამეს. ვერც შემდგომ გულისტკენებს და სიხარულებს, ვერც სამომავლო გამარჯვებებსა და დამარცხებებს.

 

იმ ღამეს არაფერზე ვფიქრობდით იმ ღამის გარდა. და ეს ფიქრები ყოველ წელს მეორდება. ამ დღეს. ამ დროს. ამ საათებში.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner